ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დამოუკიდებელი პროფკავშირის, “ლაბორის” ოფისში იმყოფებიან და ჩხრეკას ატარებენ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი დიასამიძის Live-ჩართვიდან. დიასამიძის ინფორმაციით, ჩხრეკას მის სახლშიც აპირებენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩხრეკა.
თავად დიასამიძე ჩხრეკას მათ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე მმართველი გუნდი ცდილობს ხელი შეუშალოს პროტესტების ორგანიზებას. მან სოლიდარობა გამოუცხადა ჭიათურის პროტესტს.