გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში იპოვეს მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები.
შსს-ში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სტანდარტული მუხლია, რითაც გამოძიება იწყება იმ შემთხვევებში, როდესაც გარემოებების დაუზუსტებელია. დეტალების გარკვევის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება, ან შეწყდება გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა და 12-13 წლის შვილები სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ, წყალსაცავზე სათევზაოდ იყვნენ წასული და ორი დღის მანძილზე ეძებდნენ.