28-29 აპრილს მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ელოდებიან. ამის შესახებ არმენპრესი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, ყაველაშვილი სომხეთში შეხვდება სომხეთის პრეზიდენტ ვააგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის თოლიკოს გარეგინ II-ს.

პრეზიდენტის რანგში ორდღიანი პირველი სამუშაო ვიზიტით მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობდა.

ყაველაშვილის თქმით, მოხარულია, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში აქვს