საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე რევაზ ნადარაია აირჩია.
ნადარია ამ თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე რევაზ ნადარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელიც ამ სასამართლოს თავმჯდომარე იყო ბოლო ხუთი წელი, უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. მერაბ ტურავა პარლამენტის კვოტით არჩეული მოსამართლე იყო. იმის გამო, რომ „ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში 90 დეპუტატი არ ჰყავს, ის ახალ მოსამართლეს ვერ აირჩევდა.
ამავე სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ვადაზე ადრე შეუჩერდა უფლებამოსილება. მან საკუთარი სურვილით მოითხოვა უფლებამოსილების შეჩერება. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დანიშნული. სწორედ მის ნაცვლად დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია, რომელიც მოგვიანებით სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.