ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სიმონიანმა სომხებს შეახსენა, რომ “სომხეთის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა”

14 აპრილი, 2025 •
სიმონიანმა სომხებს შეახსენა, რომ “სომხეთის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა”

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სატელევიზიო გადაცემაში [„Вечер с Владимиром Соловьёвым“] მორიგი გამოსვლა მიუძღვნა დასავლეთის კრიტიკასა და რუსეთის როლის განდიდებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთან, ისაუბრა სომხეთზე, რომელიც სიმონიანის აზრით, რუსეთმა შექმნა

მისი თქმით, რუსეთმა არამხოლოდ გადაარჩინა სომხები, არამედ სომხეთის სახელმწიფოს შექმნაც მისი დამსახურებაა. აქვე მან ირიბად გააკრიტიკა იმ სომხები, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ რუსეთს და შეახსენა, რომ მათ საერთოდ რომ სახელმწიფო აქვთ – რუსეთის წყალობით აქვთ.

„კარგია, თუ სომხები უყურებენ შენს [სოლოვიოვს] გადაცემას აკრძალვების მიუხედავად – რომ ნახონ, რამდენი რამ გაუკეთა დედა რუსეთმა სომხ ხალხს. და რომ სომხეთის სახელმწიფო საერთოდ არსებობს – რა საზღვრებშიც არ უნდა არსებობდეს ის, რუსეთის წყალობითაა”.

აქვე მან გაიხსენა პოეტი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც, როგორც აღნიშნა, „დაიღუპა სომხების დაცვის დროს“ და ქვრივად დატოვა თავისი „მშვენიერი ცოლი“, რომელიც ქართველი იყო. აქ სიმონიანმა სცადა ორი გზავნილის გაერთიანება: რომ რუსები „არ არიან ნაცისტები და რასისტები“, რადგან გრიბოედოვი „15 წლის ქართველზე დაქორწინდა“.

„გრიბოედოვიც არ ყოფილა ნაცისტი, იმიტომ რომ 15 წლის ქართველზე დაქორწინდა. ჩვენც არა ვართ ნაცისტები და რასისტები – ჩვენ ვაღიარებთ ყველას, ვინც ჩვენს მფარველობაში დაბრუნდება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი