ახალი ამბებიკინო

,,ჭიამაია’’ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

5 ნოემბერი, 2010 • • 1013
,,ჭიამაია’’ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის აუდიტორიაში კენ ლოუჩის ფილმის – ”ჭიამაია” – ჩვენება გაიმართება.

რეჟისორ კენ ლოუჩის ფილმი ”ჭიამაია” (1994) ნამდვილ ამბავს ასახავს. მეგი კონლენი ოთხი შვილის დედაა. მას სოციალური სამსახური დედობის უფლებას ართმევს. როგორც ირკვევა, მეგის ოთხივე განქორწინების მიზეზი ოჯახური ძალადობა იყო.  მოგვიანებით, მეგი იორგს ხვდება. წყვილი ერთად ცხოვრებას და მომავალი შვილის მოლოდინში, მშობლის უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. 

კინოჩვენება  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართება. 

ფილმმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო  მსახიობი ქალის ნომინაციებში დაჯილდოვდა.

ფილმის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი