ახალი ამბები

“სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილ ოლიგარქ ივანიშვილს უნდა დავუწესოთ”, – ბრიტანელი პარლამენტარი

12 აპრილი, 2025 •
“სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილ ოლიგარქ ივანიშვილს უნდა დავუწესოთ”, – ბრიტანელი პარლამენტარი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკკლირის თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ “კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს.

ამით ის გამოეხმაურა ბრიტანეთის მიერ 10 აპრილს “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დასანქცირებას.

„მიმდინარე კვირაში, ევროპის საბჭოში მე ვისაუბრე, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად, მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. მთავრობის გადაწყვეტილების ნახვა (მიღებულ სანქციებთან დაკავშირებით) ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დავაწესოთ“, – დაწერა ჯეიმს მაკკლირმა X-ზე.

ცნობისთვის, 10 აპრილს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

ესენი არიან:

  • შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
  • კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
  • გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)

საუბარია ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებზე. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები და არ გამოიძიეს ისინი სათანადოდ.

დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს.

დიდმა ბრიტანეთმა “ოცნების” ხელისუფლების კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

მასალების გადაბეჭდვის წესი