ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

8 აპრილი, 2025 •
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

დღეს, უწყვეტი პროტესტის 131-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 3 ადამიანი დააკავეს.

ვიდეოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები დემონსტრანტების დაკავებას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

ნეტგაზეთი ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმოს დაკავებულების რაოდენობა. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

აქციის სხვა მონაწილეები სოციალურ ქსელში და ჯგუფ “დაიტოვეში” ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში სისხლის კვალია.

ხვალ, 8-9 აპრილის ღამეს დაგეგმილია აქცია და მისი მონაწილეები აპირებენ, ღამე რუსთაველზე გაათენონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი