აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, თუ ჩინეთი აშშ-ისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ მოხსნის, 50%-იანი ტარიფები აშშ-ის მხრიდან 9 აპრილს ამოქმედდება.
“გუშინ ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. რეკორდული ტარიფების, არაფულადი ტარიფების, კომპანიების არალეგალური სუბსიდირებისა და მასიური სავალუტო მანიპულირების ფონზე.
მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგინდა.
ამიტომ, თუ ჩინეთი ხვალ, 2025 წლის 8 აპრილამდე, არ გაიწვევს 34%-იან ტარიფებს, შეერთებული შტატები ჩინეთისთვის 50%-იან ტარიფებს დააწესებს, რაც ძალაში 9 აპრილიდან შევა. გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა მოლაპარაკება ჩვენთან მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით!”, – წერს ტრამპი.
მანამდე, 2 აპრილს, ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა. ამ დროის მონაცემებით, ჩინეთისთვის ეს ტარიფი 34%-ია.