ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Starlink სომხეთშიც ჩაირთო

28 მარტი, 2025 •
Starlink სომხეთშიც ჩაირთო

“Starlink-ის მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია სომხეთში და უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო თანამგზავრულ ინტერნეტს როგორც ქალაქებში, ასევე ყველაზე შორეულ სოფლებში და რთულად მისადგომ რეგიონებში”, –  ამის შესახებ სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა მხითარ აირაპეტიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლებელი გახდა სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროს, Starlink-ის კომპანიისა და სახელმწიფო პარტნიორების ერთობლივი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად.

რაც შეეხება საქართველოს, სტარლინკი 2023 წლიდანაა ხელმისაწვდომი.

საქართველოში „სტარლინკი“ ჩაირთო — რა ეღირება სატელიტური ინტერნეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი