ახალი ამბები

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდას

21 მარტი, 2025 •
გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდას

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმა, მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ისტორიულ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კლიმატის დაცვის სფეროში მთავრობის ხარჯების უპრეცედენტო ზრდას.

ცვლილებას, რომელსაც 46 ხმა ესაჭიროებოდა, ბუნდესრატის 69 წევრიდან 53-მა დაუჭირა მხარი. მანამდე გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა დაამტკიცა.

ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს იმას, რომ თავდაცვაზე დანახარჯები გერმანიის მკაცრი ვალის წესებიდან გამონაკლისებში მოექცეს.

ვალის რეფორმის გეგმა თავდაცვის ხარჯებს ათავისუფლებს ე.წ. „ვალების მუხრუჭისგან“ — კონსტიტუციით დამტკიცებული მექანიზმისგან, რომელიც მთავრობის სესხებს ზღუდავს.

გადაწყვეტილებას დასავლურ პრესაში ისტორიულს უწოდებენ, რადგან გერმანია მეორე მსოფლიო ომის კონტექსტიდან გამომდინარე ყოველთვის ერიდებოდა თავდაცვაზე დანახარჯების მკვეთრ გაზრდას.

გარდა სამხედრო დანახარჯებისა, გადაწყვეტილება ითვალისწინებს 500 მილიარდ ევროს მობილიზებას სპეციალური ფონდისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის ინვესტიციებზე იქნება მიმართული.

ამ თემაზე:

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის თავდაცვის დანახარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას

მასალების გადაბეჭდვის წესი