სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდ ვულინი „ფერად რევოლუციებთან“ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მადლობელია.
„ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ ჩვენს ბრძოლაში ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ, პირველ რიგში- ინფორმაციით. მათ იციან, რა საფრთხის წინაშე დგას სერბეთი. ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს და მადლობელი ვართ ამისთვის“, — განაცხადა ვულინმა.
მან გაიხსენა, რომ რუსეთისა და სერბეთის სპეცსამსახურებს შორის ოფიციალური შეთანხმება შედგა ფერად რევოლუციებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ძალაშია.
უკვე 4 თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.
დემონსტრანტებს სწამთ, რომ „ნოვი სადის“ ნგრევა კორუფციისა და უპასუხისმგებლობის შედეგია.
ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთში ახალ “მაიდანს” არ დაუშვებს.
სერბეთის მთავრობა გადადგა, ივნისში შესაძლოა ახალი არჩევნები ჩატარდეს