გერმანიაში ქართველ თენგიზ კაკიაშვილს ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ეძებენ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, 46 წლის კაცმა ტრამვაიში ქალის დაწვა სცადა. შემთხვევის შემდეგ ტრამვაის მგზავრებმა სასწრაფო გაჩერების ღილაკს დააჭირეს ხელი და ტრამვაი გაჩერდა. გერმანული მედიის ცნობით, ბრალდებულმა თენგიზ კაკიაშვილმა ტრამვაის გაჩერებით ისარგებლა და გაიქცა.
რაც შეეხება ქალს, ტრამვაის მძღოლმა ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლმაქრით მოახერხა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის თენგიზ კაკიაშვილს ფოტოზე დაყრდნობით ეძებენ.