ახალი ამბები

კომიკოსი ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და პროკურატურას მიმართა

14 მარტი, 2025 •
კომიკოსი ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და პროკურატურას მიმართა

კომიკოს ვასო ფხაკაძის თქმით, მას ყოფილი მეზობელი და პატრულის თანამშრომელი მუქარით ურეკავს და სახლთან უსაფრდება. ფხაკაძემ საჩივრით პროკურატურას მიმართა.

„ჩემი მეზობელია, ოღონდ დიდი ხანია, მანდ აღარ ცხოვრობს, პატრულის თანამშრომელია. საღამოს ავიდა ჩემთან სახლში, მე სტუდიაში ვიყავი. ითხოვა ჩემი ტელეფონი კორპუსის საქმესთან დაკავშირებით. მირეკავს უცხო ნომერი, ისმის გინება. ჩემზე როგორ იხუმრე, გელოდები და მოდიო. ეს, როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო, პროვოკატორია და მოგზავნილი“, — ამბობს ვასო ფხაკაძე და ამატებს, რომ ყოფილი მეზობელმა უთხრა, მის სახლთან ელოდა და მისულიყო.

შემთხვევა 12 მარტს მოხდა. საუბარია „ვანოს შოუს“ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც ფხაკაძის ყოფილი მეზობლისა და პოლიციელის თქმით, მან საკუთარ თავზე მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით ვასო ფხაკაძემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა საჩივარი თბილისის პროკურატურაში შეიტანეს.

„გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. […] გვაქვს მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, როგორ ესაუბრება ვასო იმ პიროვნებას, ცალმხრივი მიმოწერა, როდესაც ის ადამიანი წერდა ვასოს“, — ამბობს ადვოკატი მიგინეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი