სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზ დავითაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ნეტგაზეთს ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განუცხადა, ნარგიზ დავითაძეს 8 მარტს გზის გადაკეტვის გამო აჯარიმებენ.
მისი თქმით, ნარგიზ დავითაძეს გუშინ, 12 მარტს, დაურეკეს და უთხრეს, რომ დაჯარიმებულია, თუმცა ჯერ სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებიათ.
სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე პროევროპულ აქციებზე დაკავებულთაგან ერთ-ერთია. მას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.