ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქომ უარი უთხრა მოსკოვს რუსი მოსამართლის ექსტრადიციაზე

11 მარტი, 2025 •
ბაქომ უარი უთხრა მოსკოვს რუსი მოსამართლის ექსტრადიციაზე

აზერბაიჯანის პროკურატურამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ბაქოში დაკავებული რუსი მოსამართლის, ელენა ხახალევას ექსტრადიციაზე. ადვოკატის ცნობით, მან უკვე დატოვა აზერბაიჯანი და სხვა, უსაფრთხო ქვეყანაში გაემგზავრა.

როგორც “კავკაზსკი უზელი” წერდა, 2025 წლის 4 თებერვალს ბაქოს სასამართლომ დააკმაყოფილა ელენა ხახალევას საჩივარი დაკავების შესახებ და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ხახალევამ უარყო ბრალდება თაღლითობისა და სამსახურებრივი ყალბწარმოების შესახებ, რასაც რუსეთი ედავება. მაშინ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა ხახალევას ექსტრადიციასთან დაკავშირებით განიხილებოდა.

ადვოკატის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი  “თაღლითობის ჩადენის არარსებობა” გახდა.

რუსეთი ყოფილ მოსამართლეს ედავებოდა იმაში, რომ  “აცდენდა სამსახურს, თუმცა ხელფასს იღებდა”.

ყოფილ მოსამართლე ელენა ხახალევაზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა თაღლითობისა და სამსახურებრივი ყალბწარმოების ბრალდებით. 27 იანვარს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი ბაქოს აეროპორტში დააკავეს, როცა დუბაიში უნდა გაფრენილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი