ახალი ამბები

შსს-ს თქმით, KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო 1 პირია დაკავებული

6 მარტი, 2025 •
შსს-ს თქმით, KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო 1 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო 1 პირია დაკავებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„კრაბ კოფის“ თანამშრომელ გოგოებს თავს გუშინ, 5 მარტს დაესხნენ. მათ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.

„მეგობრებო, დღეს „კრაბ კოფი“ არ იქნება, სამწუხაროდ. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ“, — დაწერა ქრისტი პირველმა გუშინ, 6 მარტს.

ოპერის ჩიხში მდებარე კაფე KRAB Coffee პროევროპული აქციის მონაწილეების დროებით თავშესაფრად იქცა. ქრისტი და ბარბი აქციის მონაწილეებს ყავითა და ჩაით ყოველდღიურად, მოხალისეობრივად უმასპინძლდებიან.

ფოტო: „ტვ პირველი“

მასალების გადაბეჭდვის წესი