ახალი ამბები

გერმანიაში მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

3 მარტი, 2025 •
გერმანიაში მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

გერმანული გამოცემების ცნობით,  შავი ჯიპი დიდი სიჩქარით ქალაქში მოწყობილ საკარნავალო ბაზრობაზე შევარდა.

გერმანიის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მათივე ცნობით, მძღოლი 40 წლის გერმანელი კაცი იყო. უცნობია, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა თუ არა.

ხელისუფლება მომხდარს თავდასხმად არ აფასებს.

ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიაში მანქანის ხალხში შევარდნის ორი შემთხვევა იყო. რამდენიმე კვირის წინ მიუნხენში მანქანის ხალხში შევარდნისას ორი ადამიანი დაიღუპა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი  ავღანელი იყო.

დეკემბერში ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ეჭვმიტანილი იყო ექიმი საუდის არაბეთიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი