გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომლის ავტორებიც თავად უკრაინა და ევროპის ქვეყნები არიან. დოკუმენტი – “ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში”- ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოითხოვს, რუსმა სამხედროებმა “დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ” დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია იმაზეც, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თავდასხმები კრიტიკულ, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც ზრდის ბირთვული ინციდენტების რისკს. რეზოლუცია ეხმიანება სამხედრო ტყვეებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს და გულისხმობს მათ გათავისუფლებასა და მშვიდობიანად დაბრუნებას.
დოკუმენტი, ჯამში 21 პუნქტისგან შედგება
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, 65-მა თავი შეიკავა, 18 კი წინააღმდეგი იყო. საქართველო კენჭისყრას საერთოდ არ დასწრებია.
რუსეთის გარდა, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის, ბელარუსმა, უნგრეთმა, აშშ-მა და ისრაელმა.

რეზოლუციის პროექტი წარდგენილი ჰქონდა აშშ-საც. ომის დაუყოვნებლივ დასრულება ამ რეზოლუციითაც იყო მოთხოვნილი. თუმცა ცალსახად არ იყო მითითებული ის, რომ აგრესორი არის რუსეთი. ვაშინგტონის პროექტი სულ სამი წინადადებისგან შედგებოდა, არ გმობდა რუსეთს, როგორც აგრესორს კონფლიქტში და არც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უსვამს ხაზს.
თუმცა, რეზოლუცია მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ასამბლეამ მასში ცვლილებები შეიტანა და უკრაინის მიმართ მეტად მხარდამჭერი გახდა. ასევე, მკაციოფ განისაზღვრა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. შეცვლილ ტექსტს მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 8 წინააღმდეგი იყო, 73-მა კი თავი შეიკავა.





