ახალი ამბები

24 თებერვალს აშშ გაეროში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რეზოლუციას წარადგენს

22 თებერვალი, 2025 •
24 თებერვალს აშშ გაეროში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რეზოლუციას წარადგენს

აშშ, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით, გაეროში რეზოლუციას წარადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება კიევისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობას, მიიღონ თავიანთი რეზოლუციის ტექსტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მოკლე, 3-პარაგრაფიან რეზოლუციაში, გამოთქმულია მწუხარება “რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის” მიმდინარეობისას დაღუპულების გამო და ხაზია გასმული იმაზე, რომ “გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა”.

გარდა ამისა, რეზოლუციაში მოთხოვნილია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა “კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის” ნაწილისთვის შესწორება წარადგინა და მას დაუმატა: “მათ შორის, მისი ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრის გზით”.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილ ნებენზიამ აშშ-ს პროექტს “კარგი ნაბიჯი” უწოდა. რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თუ რუსეთის შესწორებას გენერალური ასამბლეა მიიღებს, მაშინ მოსკოვი მხარს დაუჭერს აშშ-ს რეზოლუციას.

გენერალური ასამბლეა ორშაბათს შეიკრიბება, რათა კენჭი უყაროს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც დეესკალაციისკენ, საომარი მოქმედებების ადრეული დასრულებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი