ახალი ამბები

ქართველებს იმისგან განსხვავებული გზა სურთ, რასაც ხელისუფლება მიჰყვება – ვალტონენი

24 თებერვალი, 2025 •
ქართველებს იმისგან განსხვავებული გზა სურთ, რასაც ხელისუფლება მიჰყვება –  ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციით ძალიან შეშფოთებული არიან.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელინა ვალტონენის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ სიტუაციას ისევ განიხილავენ.

„ჩვენ ვაკვირდებოდით და ვხედავდით გასული კვირების და თვეების განმავლობაში [საქართველოში განვითარებულ მოვლენებს]. ქართველ ხალხს სურს, მათი განსხვავებული გზა ჰქონდეს, იმასთან შედარებით, რომელსაც ამჟამად ხელისუფლება მიჰყვება“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი