ახალი ამბები

უკრაინა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ აფხაზეთში

15 თებერვალი, 2025 •
უკრაინა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ აფხაზეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემატურ მცდელობას.

„მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, განსაკუთრებით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ჩაშალოს მოსკოვის აგრესიული გეგმები იმპერიის აღდგენის თაობაზე ომებისა და სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის გზით.

უკრაინა თანმიმდევრულად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 15 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ასევე რუსეთში. თურქეთში ამჯერად აფხაზეთს უბნის გახსნის უფლება არ მიეცა [ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური თბილისი არ გაანაწყენა. მეორე ვერსიით, თურქეთში ოპოზიციური კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი].

 

მასალების გადაბეჭდვის წესი