სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მიუნხენში იმყოფება, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
ოფიციალური ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ პარტნიორებთან.
მიუნხენის კონდერენციაში მონაწილეობს ასევე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, რომელიც ოფიციალური ცნობით, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პარტნიორ ქვეყნებთან.
