ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კობახიძე აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელი დაინიშნება

12 თებერვალი, 2025 •
კობახიძე აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელი დაინიშნება

ირაკლი კობახიძე ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის დანიშვნას აანონსებს, თუმცა, როდის, არ აკონკრეტებს.

“აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან გვქონდა საუბარი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე. ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის მინდა, მას პირადად მადლობა გადავუხადო”, – წერს კობახიძე.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის შემდეგ “კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის” გამო ამ დრომდე ჩაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი