ახალი ამბები

პოლიციის მიერ ნაცემ ოპერატორს სერგი ბარამიძეს, აქეთ ასამართლებენ

10 თებერვალი, 2025 •
პოლიციის მიერ ნაცემ ოპერატორს სერგი ბარამიძეს, აქეთ ასამართლებენ

„მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელსაც პროფესიული საქმიანობის დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, ასამართლებენ.

„მთავარი არხის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი დღეს, 10 თებერვალს, გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, სერგი ბარამიძეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

სერგი ბარამიძე პოლიციამ 2024 წლის 19 ნოემბერს აქციაზე იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ოპერატორი დაკავებებს იღებდა.

სერგი ბარამიძის თქმით, დაკავებისას პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა. მას დაზიანებები თავსა და თვალის არეში აღენიშნებოდა.

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ ,– აცხადებდა ოპერატორი სერგი ბარამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი