ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

3 თებერვალი, 2025 •
ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა აკობიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს 3-7 თებერვალს ეწვევიან.

სომხეთის პრემიერის აპარატის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების მე-5 ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში, ასევე, “ნაციონალურ ლოცვით საუზმეზე”.

გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე შეხვედრა, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ფაშინიანის წინა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის სექტემბერში შედგა. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი