ახალი ამბები

აქტივისტების ცნობით, ზუგდიდის აქციების მედროშე შალვა ესართია დააკავეს

30 იანვარი, 2025 •
აქტივისტების ცნობით, ზუგდიდის აქციების მედროშე შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა აქტივისტები ავრცელებენ.

„ზუგდიდში დაკავებულია შალვა ესართია, ჩვენი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი და ზუგდიდის აქციების მედროშე. ჯერ არ ვიცით მუხლი, არ გვეუბნებიან“, — წერს მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მარიამ სიჭინავას ცნობით, დაკავებულთან არც ადვოკატს უშვებენ, არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს. შალვა ესართია განყოფილების უკანა კარიდან გაიყვანეს და არ ამბობენ, სად გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ აპარატის წარმომადგენელს ესართია პოლიციის სამმართველოში აღარ დახვდა, ის იზოლატორში გადაიყვანეს და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ახლა იზოლატორში მასთან შესახვედრად ემზადება.

მოქალაქეები შალვა ესართიას დაკავებას ზუგდიდში გუშინ გამართულ აქციასა და პერფორმანსს უკავშირებენ.

მარიამ სიჭინავა თავადაც იყო დაკავებული იანვარში, კარენ ესებუასთან ერთად, აქციაზე ფოიერვერკის გაშვების გამო. ზუგდიდელი აქტივისტი ქალები სასამართლოზე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.

ნეტგაზეთი ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მასალა განახლდება ინფორმაციის მიღებისთანავე.

მასალების გადაბეჭდვის წესი