ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი “ევროკავშირთან ფლირტით ანადგურებს საკუთარ ქვეყანას”.
“მათ ამჟამად დაიწყეს ევროკავშირთან ფლირტი. ეს ძალიან საშიში თამაშია. ის [ფაშინიანი] გაანადგურებს სომხეთს, დაამშვიდეთ ის”, – განაცხადა მან.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სომხური მხარის ბრალდებებზე, “თითქოს მინსკი მხარს უჭერდა ბაქოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს”.
“თავად ფაშინიანმა თქვა უარი მთიან ყარაბაღზე, თუმცა იმ მომენტში ილჰამი [ალიევი] მზად იყო დათანხმებულიყო, რომ ეს იქნებოდა ტერიტორია, სადაც სომხეთს სერიოზული გავლენა ექნებოდა”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.