აქტვისტისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ გორში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.
როგორც ის „მთავარ არხთან“ ამბობს, მას ნიღბიანი პირები ფურგონით თავის საცხოვრებელ უბანში დახვდნენ.
ვახო ფიცხელაური, რომელიც აქტიურად მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, გატაცებას მის აქტივიზმს უკავშირებს.
„მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ ფურგონი იყო გაჩერებული.. რომ უნდა გადავსულიყავი და მეთქვა გამატარეთ-მეთქი, ვითომ ვერ მიდიოდნენ და მთხოვეს მივწოლოდი. მანქანასთან ახლოს რომ მივედი, ჩამსვეს უკან და გამიტაცეს, ნიღბები ეკეთათ.
გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს თუ რამე მქონდა, გასაღები, საფულე, მობილური…
რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ. იმიტომ, რომ გამიზნულად დამხვდნენ ჩემს უბანში, მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით ვინ ხარ და რასაც აკეთებო. სახეზე ხელევს ვიფარებდი, აბსოლუტურად ყველგან მირტყეს, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ვახო ფიცხელაურმა.
ფოტო: „მთავარი არხი“.