ახალი ამბები

დაცვის სამსახურმა თსუ-ში ბარიკადები დაშალა და საგამოცდო ცენტრი გახსნა

23 იანვარი, 2025 •
დაცვის სამსახურმა თსუ-ში ბარიკადები დაშალა და საგამოცდო ცენტრი გახსნა

თსუ-ის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრების აგებული ბარიკადები დაშალა.

ვიდეოში ჩანან Victoria Security-ის დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც ბარიკადების დაშლით შევიდნენ შენობაში და გახსნეს კარი სტუდენტებისთვის, რომლებიც ცენტრში გამოცდების დასაწერად მივიდნენ.

სტუდენტების ნაწილმა გუშინ დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე მდებარეობს და ჩახერგა მთავარი შესასვლელი. სტუდენტებმა წამოაყენეს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და სტუდენტთა წინაშე არსებული მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარება.

„თავისუფლება დაკავებულებს“ — სტუდენტებმა თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი