ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერზე, ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას გუშინ ღამით ბათუმში. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგი გახარიას თავს დაესახნენ გასულ ღამეს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გახარიას მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.

მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა

ამავე თემაზე: