ახალი ამბები

EU გმობს ბათუმსა და თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას

13 იანვარი, 2025 •
EU გმობს ბათუმსა და თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას.

ამის შესახებ ის X-ზე წერს.

მისი თქმით, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი