ახალი ამბები

8 პირის სასამართლო ბრალდებულების და დამსწრეების გარეშე, სახაზინო ადვოკატებით განახლდა

11 იანვარი, 2025 •
8 პირის სასამართლო ბრალდებულების და დამსწრეების გარეშე, სახაზინო ადვოკატებით განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა.

ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ.

“სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი”, – ამბობს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა.

ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ ე.წ. წინასწარ პატიმრობაში. სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები უკვე გადაიყვანეს ციხეში, შესაბამისად ისინი საკუთარ პროცესს ვერ ესწრებიან. პროცესზე არ არიან არც მათი ადვოკატები და ადგილზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატები იმყოფებიან.

ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფარსია, ის წინასწარაა დაწერილი და ცნობილია, რომ ირაკლი ხუსკივაძე მათ ისევ პატიმრობაში დატოვებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი