ახალი ამბები

ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ, მყარი საფუძველი არ აქვს – ესტონეთის საგარეო „ოცნების“ მთავრობაზე

18 დეკემბერი, 2024 •
ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ, მყარი საფუძველი არ აქვს – ესტონეთის საგარეო „ოცნების“ მთავრობაზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების უარყოფას.

როგორც ესტონეთის საგარეო აცხადებს, ამით მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ოცნების“ მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს.

„ესტონეთი აფასებს, რომ ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა აჩვენეს მსოფლიოს და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, მყარი საფუძველი არ აქვს.

ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

17 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს იმის გამო, რომ მათ ევროკავშირის საბჭოზე მხარი არ დაუჭირეს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას. მოგვიანებით კობახიძის განცხადება უარყვეს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა.

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ვერ ასახელებს იმ წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ ამ ქვეყნებმა სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი