ახალი ამბები

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი „ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტს უწოდებს

17 დეკემბერი, 2024 •
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი „ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტს უწოდებს

ლიეტუვის თავდაცვის ახალი მინისტრი დოვილე შაკალიენე „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტად მოიხსენიებს.

ასე გამოეხმაურა ის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათმა ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

„როგორც ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.

გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ. იმედია, ერთ დღეს გნახავთ ევროკავშირში“, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ 30-მდე მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის-ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. ასევე, ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატთა სიაში შეიყვანა.

პასუხად „ქართული ოცნების“ მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათმა ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი. მათივე განცხადებით, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების საპასუხოდ სანქციების დაწესებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი