„ქართული ოცნება“ გეგმავს, საჯარო სექტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაამარტივოს.
ეს ინიციატივა დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა.
„კანონში შევა ცვლილება, რომლითაც გამარტივდება რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში. ეს უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, — განაცხადა მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა 2028 წლამდე გადადო, არაერთი უწყების თანამშრომელთა ნაწილმა ამ გადაწყვეტილებისადმი კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა.
ამასთან ერთად, მდინარაძემ განაცხადა, რომ გაიზრდება თამბაქოზე და აიქოსზე აქციზები (20 და 15 თეთრით), ხოლო კაზინოებისთვის — მოგების გადასახადი, 5%-ით.
ასევე, მდინარაძემ თქვა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2017 წლის არჩევნების სისტემით.