საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ რუსეთში მოიწონეს.
„ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან დააფასა ჯერ პუტინმა, შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა. რუსეთის ლიდერებმა მოულოცეს პრემიერს ასეთი გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის რევოლუციაა. 30 წელი მივდიოდით ამ მიმართულებით“, — განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
მოქალაქეები უკვე მერვე დღეა, აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას.





