აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა:
„უნდა გავავრცელოთ გზავნილი, რომ ორპარტიული კონსენსუსია ამ საკითხზე, რომ არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას საქართველოში. იმედი მაქვს, პრემიერი და მმართველი პარტია მოისმენენ ამ გზავნილს“.
საქართველოს შესახებ ამავე სხდომაზე ისაუბრეს კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა და სენატორმა ჯიმ რიშმაც.