ახალი ამბები

ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება

4 დეკემბერი, 2024 •
ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება

ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„შემაშფოთებელია ცნობები შერჩევით დაკავებებზე, ძალადობასა და მომიტინგეებზე შეუსაბამო მოპყრობის შესახებ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იყოს უმალ გამოძიებული“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი