ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს

4 დეკემბერი, 2024 •
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს თამარ კორძაიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, დაკავებულები ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები არიან: დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, საბა ბირკაია, ირაკლი არდია და მიხეილ ჯანიკაშვილი.

დღეს, 4 დეკემბერს, პოლიციამ ოპოზიციური პარტიების: „გირჩი-დროას“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები გაჩხრიკა. ჩხრეკის დროს “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის ოფისთან დააკავეს. დაკავებულია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაიაც.

ასევე გაჩხრიკეს ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი