გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობდა.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ის რჩება ტელევიზიაში წამყვანის პოზიციაზე.
თანამდებობის მიზეზებისა და სხვა დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს როგორც თავად გვიმრაძეს, ისე მაუწყებლის ხელმძღვანელობას. თუმცა ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, გიორგი გვიმრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ თავად ჩაწერა. “ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა”, ერს გვიმრაძე
ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გუშინ, 3 დეკემბერს, ავტორის მითითების გარეშე გავიდა და კიმბერლი ლოუ მაყურებელს წარუდგინეს, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში. პოსტში გვიმრაძე აღიარებს, რომ ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო თავად კიმბერლი ლოუა.
ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ლოუს ციტატები პროსახელისუფლებო მედიებმა გააზიარეს.
“მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში”, – ამბობს ლოუ ინტერვიუში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა.