ახალი ამბები

„მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – უილსონი და კოენი

3 დეკემბერი, 2024 •
„მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – უილსონი და კოენი

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და მისი მოადგილე სტივენ კოენი მორიგ ჯერზე ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და შემდგომ ადმინისტრაციასაც, დაეხმარონ ქართველებს დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში. აშშ-ის სახდეპმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დაისაჯონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი