დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა. ის არ დაუკავებიათ. თუმცა, პოლიციელებმა მისი სახლიდან ამოიღეს ტექნიკა. ხარხელის ინფორმაციით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა გადაუდებელი საჭიროება იყო. თუმცა, იმ საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გაჩხრიკეს, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის მოწმის სახით უკვე გამოიკითხა.
“წაიღეს ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა; მობილურები; ძველი მობილურები, მათ შორის; სამუშოა ლეპტოპები ჩემიც, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, სმართ ჰოუმის ელემენტებით, ბევრი ვაიფაით და ა.შ. შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა, იმიტომ, რომ უამრავი პატარა ტექნიკა გვაქვს […]
რაც ძალიან საინტერესოა, ეს გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა, როცა ეს გამოძიება რამდენიმე მიმდინარეობს უკვე თვეა. მეტიც, მე ვიყავი უკვე მოწმედ დაბარებული და მე მიცემული მაქვს ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან. მიუხედავად ამისა, თვეების მერე გახდა საჭირო, რომ საბავშვო ბაღიდან გამოსული გავეკავებინე უამრავ მამაკაცს”, – თქვა ხარხელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
დოდი ხარხელი რამდენიმე საათის წინ, მაშინ დააკავეს, როცა 3 წლის შვილი ბაღში მიიყვანა. ის დაკავების დეტალებს იხსენებს.
“ბავშვი, 3 წლის ლილი დავტოვე ბაღში. გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი. როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე, რომ ლაივი [პირდაპირი ეთერი] ჩამერთო. თუმცა, ამის საშუალება არ მომცეს. წამართვეს, სამწუხაროდ, ტელეფონი და ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს. მერე დავიწყე ხმაური – სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოთ. საბედნიეროდ, ჩართეს ლაივი და ბაღმაც ირეაგირა, რომ თქვენამდე [მედიამდე] მოსულიყო ეს ინფორმაცია”, – ამობს ხარხელი.
მისი ვარაუდით, რომ არა საჯაროობა და ამბის გახმაურება, პროცესები შესაძლოა ასე არ განვითარებულიყო. ის ამბობს, რომ კამერებმა და მედიის ჩართულობამ განაპირობა ის, რომ “ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად”. თუმცა, პროცედურების დარღვევით. მაგალითად, ხარხელი ამბობს, რომ მას სთხოვდნენ მოეწერა ხელი ჩხრეკის ოქმზე, თუმცა ამ მისცეს მისი სრულყოფილად გაცნობის საშუალება. გარდა ამისა, მას თავიდანვე და სრულყოფილად არ განუმარტეს, რა საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა მისი ჩხრეკა. როგორც ამბობს, გამომძიებლის ვინაობის გაგების მიხვდა, რა საქმესთან დაკავშირებით მიაკითხეს. გარდა ამისა, არ მისცეს არავისთან, მათ შორის, არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.
დოდი ხარხელი, რომელიც აქტიური მოქალაქეა, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მის ჩხრეკასაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირბეს. ის ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნება” გაზაფხულიდან მოყოლებული სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ყველა იმ ადამიანის გაჩუმებას, ვისაც შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის შეეძლოს ხმის მიწვდენა და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირება.
ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან კავშირში. ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც მიდია ხლა ქუჩაში […] აზრი არ აქვს, რა ეწერება ოქმში”, – ამბობს ხარხელი.