ახალი ამბები

შსს მოუწოდებს მომიტინგეებს, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ

28 ნოემბერი, 2024 •
შსს მოუწოდებს მომიტინგეებს, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ

შსს განცხადებას აქვეყნებს და პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს კანონის ფარგლებში პროტესტისკენ მოუწოდებს.

უწყება აღნიშნავს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან სპონტანური აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ დღეს უარი თქვა ევროინტეგრაციაზე 2028 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი