თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ისაკო დევიძეს, რომელიც 19 ნოემბრის დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევისას დააკავეს.
8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ასევე დავით წოწორიას.
გარდა ამისა, სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა ამავე დროს დაკავებული ირაკლი ანდღულაძე.