ქართველი ლექტორები, პროფესორები, აკადემიკოსები, დოქტორანტები და სხვები საერთო განცხადებას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ 19 ნოემბერს სპეცრაზმს და სხვა პოლიციელებს თსუ-ს ტერიტორია დაუთმეს.
მათი თქმით, ამაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორი.
„მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებით მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უგულებელყოფას.
უნივერსიტეტმა თავისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა. კარები ჩაუკეტა სტუდენტებს და შეუშვა ძალოვნები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყყოფს უნივერსიტეტს და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას“, – აცხადებენ ისინი.