აფხაზეთში, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას 15:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს, რომ “ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს.”

“ასლან ბჟანია უნდა გადადგეს, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილური გახდეს,” – წერია განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს აფხაზურ ინტელიგენციასთან აქვს შეხვედრა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

ბჟანიას  გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.

პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.