ახალი ამბები

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია – კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმაზე

16 ნოემბერი, 2024 •
ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია – კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმაზე

ცესკოს თავდმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაციას უწოდებს.

ამის შესახებ კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა. კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მას შავი სითხე შეასხეს.

„ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. მხოლოდ პირადი თავდასხმებით და ზეწოლით, ასეთი ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრით და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა…

ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს.

კალანდარიშვილს შავი სითხე ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა.

„შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა.

ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი