16 ნოემბერს, 11 საათზე, თბილისში, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა განაცხადეს.
ხვალ ცესკოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ – ანუ, არჩევნების საბოლოო შედეგები დაადასტურონ.
ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. 26 ოქტომბრის შემდეგ თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.