უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინაში მიმდინარე ომი უფრო მალე დამთავრდება.

ზელენსკი ამბობს, რომ ეს უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ გვქონდეს განცდა, რომ თავზე მოხვეული უსამართლობის გამო დავკარგეთ საუკეთესონი. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. უდავოდ, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს ჩაუდგება სათავეში, ომი უფრო მალე დასრულდება. ასეთია მათი მიდგომა, დაპირება საზოგადოებისთვის. ეს მათთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია“, – უთხრა ზელენსკიმ „სუსპილნეს“.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რის ხარჯზე დასრულდება ომი უფრო მალე. დონალდ ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებს. მაგრამ არც მას დაუკონკრეტებია, როდის.